"როდესაც 26 სექტემბერს ქართულმა ოცნებამ კენჭი უყარა კონსტიტუციის პროექტს, ამ დარბაზში ქართული ოცნება იყო მარტო" - დოლიძე დეპუტატებს (ვიდეო)
2017-10-13 11:55:41 · ამობეჭდვა

"როდესაც 26 სექტემბერს ამ დარბაზში ქართულმა ოცნებამ კენჭი უყარა კონსტიტუციის პროექტს, ამ დარბაზში ქართული იცნება იყო მარტო" - ასე მიმართა დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, რომელიც პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს აცნობს დეპუტატებს. დოლიძე ამბობს, რომ ეს არ არის სახარბიელო ვითარება და პრეზიდენტი თავის ვეტოთი უმრაველსობას ამ არასახარბიელო ვითარებიდან გამოსავალს სთავაზობს.

"პრეზიდენტი გვთავაზობს, რომ საკუთარი მოტივირებული შენიშვნები გამოყენებული იქნეს,როგორც საშუალება რომ კონსტიტუციის პროექტს ჰქპნდეს მინიმალური თანხმობის ხასიათი მაინც...იმ კონსტიტუციას, რომელიც მიიღო ქართულმა ოცნებამ მინიმალურად მაინც შეეძინოს მრავალპარტიული მთელი პოლიტიკური სპექტრის მხარდაჭერა" განაცხადა ანა დოლიძემ





გაზიარება და მოწონება