"ეს არ იყო წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის ორგანიზებული ღონისძიება" - ჟვანია
2017-10-13 11:44:31 · ამობეჭდვა

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია მიიჩნევს, რომ 29 სექტემბერს, საქველმოქმედო საფეხბურთოი მატჩის შემდეგ ანდრეი შევჩენკოსა და პაოლო მალდინის განცხადებები წინასაარჩევნო კამპანიის წესებს არ არღვევს.

“ამასთან დაკავშირებით როგორც პოლიტიკურმა პარტიებმა ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოგვმართა. ეს არ იყო წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის ორგანიზებული ღონისძიება. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ან აგიტაცია ხდება მაშინ, როდესაც თვითონ ღონისძიებაა წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნებისთვის ორგანიზებული. ჩვენ ყველას გავეცით შესაბამისი პასუხი. მე პირადად, ვერც შევჩენკოს განცხადებაში და ვერც მალდინის კონკრეტული აზრის გამოხატვაში კამპანიის წესების დარღვევას ვერ ვხედავ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არანაირად არ შემდგარა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი”,- განაცხადა თამარ ჟვანიამ.





გაზიარება და მოწონება