გამარტივებული ტენდერი დროის სიმცირის გამო გახდა საჭირო- ნარმანია საახალწლო მოწყობილობების ტენდერზე
2017-10-13 11:34:39 · ამობეჭდვა

თბილისის მერის განმარტებით, საახალწლო მოწყობილობების ნაწილი ამორტიზებულია და მერიამ ამიტომ ახალი განათებების და ილუმინაციების შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. საახალწლო განათებებზე გამარტივებულ ტენდერთან დაკავშირებით, რომელზეც "საია" საუბრობს, ნარმანია განმარტავს, რომ კონტრაქტის გაფორმებამდე ხარისხთან და გარანტიებთან დაკავშირებით მოკვლევა ჩატარდა. მისივე თქმით, გამარტივებული ტენდერი კი დროის სიმცირისა და ხარისხის გამო გახდა საჭირო.

”საახალწლო მოწყობილობების ნაწილი არის ამორტიზებული, შესაბამისად, მათი შეკეთება საკმაოდ ძვირი და არაეფექტური იქნებოდა. სწორედ ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ახალი განათებების და ილუმინაციების შესყიდვასთან დაკავშირებით. რაც შეეხება გამარტივებულ შესყიდვას, კანონმდებლობის დაცვით იქნა გამარტივებული შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული. გარკვეული მოკვლევა ჩატარდა ხარისხთან და გარანტიებთან დაკავშირებით და ამის შემდეგ იყო გადაწყვეტილება მიღებული", - განაცხადა ნარმანიამ.

"ახალგაზრდა იურისტთ ასოციაციაში" აცხადებენ, რომ თბილისში, 3 მილიონი ლარის ღირებულების, 2017-2018 წლის საახალწლო დეკორაციების შესყიდვა რაციონალურად არ ხდება.

"საიას" კვლევა





გაზიარება და მოწონება