სიახლეები
სამართალი
მთავარი სიახლე
2017-10-13 11:18:03
ციანიდის საქმის ადვოკატები მოსამართლის თანდასწრებით დასაკითხად დაიბარეს

"ციანიდის საქმის" ადვოკატები 13 საათზე საქალაქო სასამართლოში არიან დაბარებული. ისინი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენების მისაცემად დაიბარეს. საქმე ეხება მოწმეთა ჩვენებების მედიასაშუალებებში გასაჯაროების ფაქტს. ამ საკითხზე დასაკითხად ადვოკატები პროკურატურაში იმყოფებოდნენ. თუმცა, მათ საგამოძიებო ორგანოსთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს. 

დღეს სასამართლოში ციანიდის საქმის სამ ადვოკატს ელოდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი სასამართლოში მისვლას აპირებენ. 

ამავე თემაზე