მოაწერს თუ არა ვეტოს დაძლევის შემდეგ პრეზიდენტი ხელს კონსტიტუციას?
2017-10-13 00:06:14 · ამობეჭდვა

პრეზიდენტის ადმინისტრაციას პარლამენტის კეთილგონიერების იმედი აქვს. "პირველი რადიოს" კითხვაზე, როგორ იმოქმედებს პრეზიდენტი ვეტოს დაძლევის შემთვევაში, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი მოვლენების განვითარების შესაბამისად იმოქმედებს:

„ჯერჯერობით მოგეხსენებათ, რომ ვიმყოფებით იმ პროცესში, რომ პარლამენტი იხილავს მოტივირებულ შენიშვნებს, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მაქვს პარლამენტის შემადგენლობის კეთილგონიერების იმედი. მოვლენები როგორც განვითარდება, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ“ აცხადებს ანა დოლიძე.

საკონსტიტუციო რეფორმის პროექტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა. საპარალამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ პრეზიდენტის ვეტოს აუცილებლად დაძლევს. რიგგარეშე სხდომა 13 სექტემბერს არის დანიშნული.





გაზიარება და მოწონება