ლიკა ქავჟარაძის დაკრძალვის გამო, "ენმ"-ის აქცია შაბათის ნაცვლად, კვირას გაიმართება
2017-10-12 18:06:43 · ამობეჭდვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შაბათისთვის დაანონსებული საპროტესტო აქცია კვირას გაიმართება. მიზეზი ქართული კინოს ვარსკვლავს, ლიკა ქავჟარაძის დაკრძალვაა, რომელიც შაბათს გაიმართება.

„აქცია გაიმართება კვირას 2 საათზე და ყველას მოვუწოდებ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქის დღევანდელი დღე და მისი მომავალი, კვირას 2 საათზე შევიკრიბოთ მეტრო რუსთაველთან,“ - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ზალიკო უდუმაშვილმა, რომელმაც თანაგუნდელების სახელით, გარდაცვლილი მსახიობის ოჯახს და მეგობრებს მიუსამძიმრა.





გაზიარება და მოწონება