სან ფრანცსიკოში რუსეთის საკონსულოზე რუსეთის დროშა ჩამოხსნეს - ახალი სკანდალი
2017-10-12 16:33:33 · ამობეჭდვა

აშშ-ში რუსეთის საკონსულოს დახურულ შენობებზე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშები ჩამოხსნეს. ინფორმაცია თავდაპირველად აშშ-ში რუსეთის საელჩოს ტვიტერის გვერდზე გავრცელდა. მოგვიანებით კი ოფიციალურად დაადასტურა სახელმწიფო დეპარტამენტმა, სადაც განაცხადეს, რომ სან ფრანცისკოს საკონსულოდან ჩამოხსნილი დროშა შენობის შიგნით ინახება. სახელმწიფო დეპარტამენტს დროშის ჩამოხსნის შესახებ განმარტება არ გაუკეთებია და არც ის დაუზუსტებია თუ როდის დაკიდებენ დროშებს.

სან ფრანცისკოს გენერალური საკონსულოდან დროშის ჩამოხსნასთან დაკავშირებით, ლავროვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ საგარეო უწყება ამასთან დაკავშირებით საპასუხო ნაბიჯს გადადგამს. მოსკოვში სახლმწიფო დროშების ჩამოხსნა, რუსეთის სახელმწიფო სიმბოლოს შეურაცხყოფად იქნა მიჩნეული.

"გვრჩება შტაბეჭდილება, რომ ამერიკის ზოგიერთი პოლიტიკური ძალა შეპრობილია რუსოფობიით და სპეცსამსახურებთან ერთად მოქმედებს და ორ ქვეყანას შორის, მთელი ძალებით ანგრევენ ურთიერობებს" განაცხადა ზახაროვამ. მისივე თქმით, ეს კეთდება იმისთვის, რომ რუსეთში აშშ-ს ახალი ელჩის ჯონ ხანტსმანის მუშაობის დაწყების წინ არასასურველი გარემო შეიქმნას.









გაზიარება და მოწონება