ონლიაინ საკრედიტო სტარტაპი ID Finance-ი მომავალ წელს 100 მილიონი აშშ დოლარის მოკრებას გეგმავს
2017-10-12 13:32:25 · ამობეჭდვა

ლონდონი - ონლაინ საკრედიტო სტარტაპი ID Finance-ი მომავალი წლის განმავლობაში 100 მილიონი აშშ დოლარის მოკრებას ლათინურ ამერიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაფართოების მიზნით გეგმავს.

თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ბორის ბატინმა ორშაბათს ლონდონში ჩატარებულ LendIt Europe - ის კონფერენციაზე, Business Insider - თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ID Finance-ი იმედოვნებს დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის (76.1 მილიონი ფუნტის) მოკრებას მომავალი წლის განმავლობაში ობლიგაციების სერიული ემისიის გზით.

„ჩვენ, გარკვეულწილად სხვა საკრედიტო ბიზნეს კომპანიებთან შედარებით დაბალი დავალიანება გაგვაჩნია“, - განაცხადა ბატინმა.

ID Finance-მა უკვე წარადგინა დოკუმენტაცია ობლიგაციების ემისიის თაობაზე და იმედოვნებს არანაკლებ 20 მილიონი აშშ დოლარის (15.2 მილიონი ფუნტის) მოძიებას. მომავალი 12 თვის განმავლობაში გეგმავს დამატებითი ფინანსური ფონდების მოძიებას საერთაშორისო ბონდების ემისიის საშუალებით.

ამ დროისათვის, ID Finance-ს უკვე მიღებული აქვს 10 მილიონი აშშ დოლარი (7.6 მილიონი ფუნტი) სააქციო კაპიტალის სახით, ხოლო 70 მილიონი აშშ დოლარი (53 მილიონი ფუნტი) საკრედიტო რესურსის სახით. ბატინი აცხადებს, რომ კომპანიამ ასევე 20 მილიონი აშშ დოლარის (15.1 მილიონი ფუნტის) სარგებელი მიიღო.

ბიზნეს სტარტაპი, რომლიც იმართება ბარსელონიდან, წარმოადგენს ონლიან საკრედიტო კომპანიას. კომპანია ემსახურება პირებს, რომლებსაც შეზღუდული აქვთ წვდომა ტრადიციულ საკრედიტო რესურსზე. 2012 წელს დაარსებული კომპანია კრედიტებს გასცემს ესპანეთის, ყაზახეთის, საქართველოს, პოლონეთის, ბრაზილიის, რუსეთისა, და მექსიკის მასშტაბით. დღეისათვის, მას უკვე 300 მილიონი აშშ დოლარის სესხი აქვს გაცემული.

ID Finance-ი დაგეგმილი ობლიგაციების ემისიიდან შემოსულ სარგებელს გამოიყენებს კომპანიის გაფართოებისათვის ბრაზილიასა და მექსიკაში - ეს ის ბაზრებია, სადაც მან ცოტა ხნის წინ დაიწყო ფუნქციონირება.

კომპანია ასევე გეგმავს ფილიალის გახსნას კოლუმბიასა და პერუში და იმედოვნებს აშშ-ს ბაზარზე შესვლას მომავალი წლის ბოლოსათვის. ბატინი აცხადებს, რომ ID Finance-ი აშშ-ს ტერიტორიაზე დაფარავს ესპანურენოვან მოსახლეობას, - მათი უმეტესობა საკრედიტო მონაცემების ნაკლებობის გამო მოწყვეტილია ფინანსების მეინსტრიმს. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ID Finance-ის საქმიანობა ლათინურ ამერიკაში დაეხმარება მას სამომავლოდ სკორინგის პროცესში.

ID Finance-მა დაახლოებით 90 მილიონი აშშ დოლარი (68.2 მილიონი ფუნტი) სესხი გასცა გასულ წელს, როგორც ბატინი აცხადებს, თუმცა იგი სწრაფად განაგრძობს ზრდას და იმედოვნებს 250 მილიონი აშშ დოლარის (189.4 მილიონი ფუნტის) გაცემას მიმდინარე წელს. კომპანია, რომელიც სესხებს გასცემს საკრედიტო ობიექტების გამოყენებით ბანკებიდან და საკუთარი ბალანსიდან, 10-15%-ით იზრდება ყოველთვიურად. ზრდის ძირითადი ნაწილი მოდის ესპანეთისა და პოლონეთის ხარჯზე, თუმცა ბატინი იმედოვნებს, რომ სამი წლის განმავლობაში, კომპანიის ზრდაზე ლათინურ ამერიკას დიდი გავლენა ექნება.

დამატებითი ინფორმაცია:

ID Finance-ის ჯგუფი აერთიანებს რამოდენიმე პროდუქტს: MoneyMAn - ს, AmmoPay - ს და Solva- ს. საქართველოში Solva 2016 წლის ივლისიდან მოღვაწეობს და ბაზარს სტაბილურ ფინანსურ პროდუქტს - სწრაფ სამომხმარებლო სესხს - სთავაზობს, რომელიც გადახდისუნარიან მომხმარებელს სესხის მოხერხებულად, სახლიდან გაუსვლელად მიღებას და მათთვის მისაღები გრაფიკით, მცირე შენატანებით დაფარვას გულისხმობს.

Solva არის სწრაფი სამომხმარებლო სესხი, რომელიც მომხამრებელს 5 წუთში შუძლია სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტის საშუალებით მიიღოს.

კომპანის სესხს გასცემს განმცხადებლის ლიკვიდურობის, საკრედიტო ისტორიისა და სხვა რისკების შეფასების შემდეგ.

Solva - ლიცენზირებულია ეროვნულ ბანკში და სრულად აკმაყოფილებს რეგულაციების სტანდარტებს. ის ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელსაც მიენიჭა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი. იგი დაექვემდებარა ეროვნული ბანკის მონიტორინგს, რაც ასევე ხაზს უსვამს კომპანიის გამჭვირვალობას და სტაბილურობას. სწრაფი სესხების ბაზარზე ახალი რეგულაციების შემოტანამ მკაფიოდ გამოაჩინა “სოლვას” პროდუქტის სტაბილურობა და მრავალმა კომპანიამ რომელიც მანამდე მცირე ვადით გასცემდა სესხებს, დაიწყო „სოლვას“ მსგავსად, გრძელვადიანი სესხების შეთავაზება.





გაზიარება და მოწონება