სპეცოპერაცია წყნეთის გზატკეცილზე - არიან დაკავებულები (ფოტო)
2017-10-12 09:52:31 · ამობეჭდვა

წყნეთის გზატკეცილზე ჩატარებული სპეცოპერაციისას 4 პირი დააკავეს. მათ ბრალად თავისუფლების უკანონო აღკვეთა და თანხის გამოძალვა ედებათ.

მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი და ექსპერტ-კრიმინალისეტები მუშაობდბენ. მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებები, მათ შორის რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

განცხადების გავრცელებას შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს საათებში გეგმავს, უწყებაში დეტალებზე არ საუბრობენ თუმცა 4 პირის დაკავების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ.









გაზიარება და მოწონება