ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს-მ საქმე 115-ე მუხლით აღძრა
2017-10-11 21:05:35 · ამობეჭდვა

მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როგორც ცნობილია, მსახიობი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არაოფიციალურად, ოჯახის ახლობლები გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევას ასახელებენ. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა შსს-ში ჯერჯერობით საქმის დეტალებზე არ საუბრობენ.





გაზიარება და მოწონება