რა შეთავაზებები აქვს ტურისტულ კომპანიას Spider Tours Gorgia –ს და რით განსხვადება იგი სხვა ტურისტული კომპანიებსიგან
2017-10-10 10:50:57 · ამობეჭდვა

ზაფხულის ცხელი სეზონი დასრულდა, თუმცა როგორც მოგეხსენბათ, ეგვიპტეში 4-ვე სეზონი მზიანია და ამიტომ ეგვიპტე განსაკუთრებული პოპულარობით სარებლობს საქართველოში. შესაბამისად, წითელი ზღვის ცნობილი სანაპიროები ახლაც მასპინძლობს ტურისტებს და შემოდგომის სეზონი განსაკუთრებული ფასებით და მრავლაფეროვნებით გამოირჩევა.

რა ვითარებაა ახლა ეგვიპტეში და როგორ შეიძლება ვიმოგზაუროთ წითელი ზღვის სანაპიროებზე, ამ თემაზე პირველ რადისთან, ტურისტული კომპანიისს, Spider Tours Georgias წარმომადგენლების საუბრობენ.

თამერ ჰასსან მოჰამედ კასსემი- Spider Tours Gorgia-ს ეგვიპტის ტურების ხელმძღვანელი:

მიუხედავად იმისა, რომ სულ რამენიმე თვის წინ გაიხსნა თქვენი ტურისტული კომპანია, იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში. რამ განაპირობა თქვნი ასეთი წარმატება ამ მცირე დროში.

-ჩვენთვის, როგორც Spider Tours Georgia-ს წარმომადგენლებისთვის უმთავრესი ჩვენი მომხმარებელია. ჩვენ მუდმივად მათ გვერდით ვართ ტურის დაჯავშნის მომენტიდან საქართველოში დაბრუნდებამდე, რათა მათ თავი იგრძნონ მშვიდად, დაცულად უცხო ქვეყანაში და დავაკმაყოფილოთ ნებისმიერი მათი მოთხოვნა.

ჩვენ ვთავაზობთ მრავალფეროვან არჩევანს ჩვენს მომხმარებლებს ეგვიპტეში მრავალი ღირშესანიშნავი და საინტერესო ადგილის მოსანახულებლად და ასევე ტურებს ჰურგადაში, შარმ ელ შეიხში, მარსა ალამში, ლუქსორში, ქაიროში, ალექსანდრიაში, სივას უდაბნოში, სამხრეთ სანაპიროზე. ჩვენს შეთავაზებაშია რელიგიური ტურები, იერუსალიმი. მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი მიზანი მხოლოდ ტურების გაყიდვა არი არის. ჩვენ გვსურს გვქონდეს მომხმარებლების ნდობა იმ შეთავაზებული სერვისის სანაცვლოდ, რომელიც მათ სურდათ და მიიღეს იმ ხარისხით როგორც დავპირდით. ჩვენი ინტერესია მათ ისიამოვნონ დასვენების თითოეული წუთით, განიტვირთონ, რადგან ისინი უმთავრესია ჩვენთვის, უფრო მეტიც, როდესაც ჩვენთან ერთად მოგზაურობენ ჩვენი დიდი ოჯახის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ხდებიან. ვფიქრობ, სწორედ ეს დამოკიდებულება მომხმარებლის მიმართ ხდის ჩვენს კომპანიას მეტად მოთხოვნადს ქართველი მომხმარებლისთვის, რადგან ეს სეგმენტი ნამდვილად სწორად აფასებს მიწოდებული სერვისის ხარისხს.

რა მიმართულებით ყიდით ტურებს და რა განსაკუთრებული შეთავაზება გაქვთ თქვნი მომხმარებლისთვის?

-ჩვენი ყველაზე გამორჩეული შეათავაზება ქართველებისვის მარსა ალამია. ეს არის მშვენიერება და „სამოთხე“ დედამიწაზე. ჩვენ ვყიდით ერთ-ერთ განსაკუთრებულ და ცნობილ კურორტს ბრიაკას (Brayka Resorts, Marsa Alam). როგორც ერთადერთი ოფიციალური კომპანია საქართველოში, რომელიც ამ საოცარ კურორტს ყიდის, ქართველებს ვპირდებით გარანტირებულად საუკეთესო ფასს, უმაღლეს ხარისხს გასაოცარ ტურებთან და კრუისებთან საოცარ კომბინაციაში. ეს არის წყლის სპორტის მოყვარულთათვის შეუდარებელი ადგილი და ჩვენ, როგორც გერმანული კომპანია Extra Divers World Wide-ის დიდი ხნის პარტნიოერები და მეგობრები გპირდებით ყვინთვის საოცარ კურსებს პროფესიონალ, საოცრად მეგობრულ ექსტრადაივერებთან ერთად ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად.

რატომ დაინტერესდით საქართველოთი და რატომ გადაწვიტეთ, რომ საქართველოში გაგეკეთებინათ ტურისტული კომპანია?

-საქართველო გახდა ძალიან საინტერესო ტურიზმის ბაზარი ჩემთვის, რაგდან ვიცი, რომ ეგვიპტე ერთ-ერთი საუკეთესო და საყვარელი მიმართულებაა ქართველებისთვის თავისი საუცხოო ამინდით, კურორტებით, საუკეთესო ფასებითა და უმაღლესი ხარისხის სერვისით. საქართველო საუკეთესოა ბიზნესის დასაწყებად, რადგან მთავრობას აქვს ჯანსაღი, მიმზიდველი გარემო ინვესტორებისა და ინვესტიციებისათვის. მინდა გითხრათ, რომ არა მარტო ტურიზმისთვის ავარჩიე ეს ქვეყანა , არამედ როგორც ფარმაცევტს მაქვს ასევე ფარმაცევტული კომპანია „მედიქსი“ (Medics Georgia), მაგრამ ტურიზმი ჩემი ფავორიტია.

რა სიახლეებს უნდა ელოდოს თქვენი მომხმარებელი უახლოეს მომავალსი?

-ახლო მომავალში უფრო მიმზიდველი შეთავაზებები გვექნება მეტად ხელმისაწვდომ ფასებთან ერთად, რადგან ვგეგმავთ, რომ დიდი ინვესტიცია ჩავდოთ ტურიზმის მიმართულებით საქართველოში და გავზარდოთ ტურისტთა რაოდენობა, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოდან ეგვიპტეში. ჩემი გეგმაა ასევე გავაფართოვო ჩემი პორტფოლიო ჩემს ფარმაცევტულ კომპანიაში, რადგან ბევრი პრეპარატია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ნამდვილად უნდა იყოს, რათა დავეხმაროთ ქართველ პაციენტებს შეიმსუბუქონ ცხოვრება. როგორც გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი ამერიკულ კომპანია აბოტში , ქუვეითი (Abott), მაქვს 14წლიანი გამოცდილება ამ სფეროში და მსურს ინვესტიცია ჩავდო ამაშიც, რათა დავეხმარო ქართველ ექიმებს ჰქონდეთ მეტი არჩევანი მკურნალობისთვის. ჩვენ ამჟამად გვაქვს სტომატოლოგიური ხაზი და ორთოპედიული ხაზი და ძალიან მალე გვექნება დიაბეტით დაავადებულთა მიმართუელბითაც სიახლე. შევთავაზებთ სპეციალურ საზომს, უახლეს აპარატს, რითაც სისხლის აღების გარეშე შეძლებენ მუდმივად იკონტროლონ შაქრის დონე სისხლში, რითაც ასეთი ადამიანების ცხოვრებას გავხდით მეტად ადვილს, კომფორტულს, უმტკივნეულოს და გავზრდით მათი კონტროლის დონეს მათ დაავადებაზე.

ანი ანაკიძე-ეგვიპტის ტურების მენეჯერი:

ანი, თქვენმა წარმომადგენელმა დეტალურად ისაუბრა თქვნი ტურისტული კომპანიის შესახებ, თუმცა თქვენ პირადად ყიდით ტურებს ეგვიპტს მიმარრთულებით და მინდა გკითხოთ: რა მოთხოვნები აქვთ ქართველ ტურისტებს, როცა ისინი თქვენთან ეგვიპტის მიმართულებით საგზურებს ყიდულობენ?

-ქართველი მომხმარებლები შეყვარებული არიან გულახდილად მინდა გითხრათ ამ ქვეყანაზე, რასაც მათი დაინტერესება ამტკიცებს ყველასათვის ცნობილი კურორტების შარმ ელ შეიხისა და ჰურგადის მიმართულებით. რა თქმა უნდა, მათი უმთავრესი მოთხოვნა არის სასტუმრო იყოს all inclusive(სამჯერადი კვებითა და ძირითადი სერვისის მიღების გარანტიით), ინდივიდუალურია ტურის დღეების რაოდენობა, ასევე სასტუმროს ტიპი, ვგულისხმობ, როგორც ვარსკვლავებით შეფასებას ასევე მათ მდებარეობას და გარკვეული სერვისებით უზრუნველოფას:აქვაპარკი, კლუბი, საუნა და ა.შ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მომარებელი თავად ირჩევს სასურველს. ასევე მათი ძირითადი მოთხოვნაა კომფორტული ფრენა, უსაფრთხოება(დაზღვევა), ტრანსფერით უზრუნველყოფა, ინტერნეტის შეუფერხებელი მიწოდება, სრულდასოვანი კვება, სასტუმროს სისუფთავე და სერვისის უმაღლესი ხარისხი. ასევე ძირითადი სერვისის გარდა მათ სურთ ჯგუფური ტურები პირამიდების, სფინქსის და სხვა მოსანახულებლად.

. წითელი ზღვის კურორტები ქართველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საყვარელი კურორტებია, მაიტომ თქვენ როგორც ვიცი გაქვთ განსხვავებული შეთავაზებები თქვენი მომხმარებლებისთვის. რომ გვითხრათ და არის ეს შეთავაზებები და რას მოიცავს იგი?

-ჩვენ ნამდვილად განვსხვავდებით ქართულ ბაზარზე არსებული სხვა ტურისტულებისგან ყველასთვის ხელმისაწვდომი ფასებით, სერვისის განსხვავებული და გამორჩეული ხარისხით, მარსა ალამის კურორტის შეთავაზებით, რომელიც ქართველევისთვის სიახლეა. გვაქვს რელიგიური ტურები, დაივინგის გასაოცარი კურსების შეთავაზებები ჩვენიპარტნიორი გერმანული კომპანიის ExtraDiversWorldWide-ის პროფესიონალ გუნდთან ერთად და ნამდვილად განსაკუთრებული ფასი მხოლოდ ქართველებისთვის. ამასთან გვაქვს ძირითადი, ყველასთვის ცნობილი შეთავაზებები ინდივიდუალური და ჯგუფური ტურებისა ეგვიპტის ღირშესანიშნავი ადგილების მოსანახულებლად:პირამიდები, სფინქსი, ლუქსორი, სივას უდაბნო, საფარის უდაბნო, ალექსანდრია და სხვა.

. საზაფხულო სეზონი დამთავრდა, თუმცა როგორც ყველამ ვიცით, ეგვიპტეში 4-ვე სოზნი მზიანი და თბილია. რას სტავაზობთ ახლა, შემოდგომაზე თქვენს მომხმარებლებს და დაეცა თუ არა ფასები ზაფხულთან შედარებით?

-ვთავაზობთ საოცარ, ფაქტობრივად განახევრებულ ფასებს ამ სეზონზე მათთვის სასურველ კუროტზე ეგვიპტეში, რომელიც ბევრად ნაკლებია ზაფხულში არსებულ ფასებთან შედარებით. გვაქვს წინასწარ ჯავშნებზე გასაოცარი, სააქციო ფასები. გარკვეული შეღავათები ჯგუფურ ტურებსა და ოჯახებზე, რადგან ჩვენ გვსურს ქართველებმა შეძლონ მათი მინიმალური დანაზოგით მაქსიმალური სიამოვნების მიღება, რაშიც ჩვენ გვსურს ვიყოთ მათთვის არჩევანი, როგორც ხარისხიანი,ხელმისაწვდომი და კომფორტული ტურის შემთავაზებელი კომპანია, რომელსაც ენდობიან

ანი, კიდევ ერთხელ მომ ვუთხრათ მომხმარებლებს, როგორ შეუძლიათ მათ შეიძინონ საგზურები თქვენთან და და როგორ ხდება თანხის გადახდა? წინასაწ, თუ შესაძლებელია დაჯავშნა და თანხის დანაწილება?

-ჩვენს მომხმარებლებს ამ მხრივ ვთავაზობთ მაქსიმალურ კომფორტს დისტანციური, ონლაინ ჯავშნის სახით. მხოლოდ თბილისში გვაქვს ოფისი როგორც იცით და არიან მომხმარებლები სხვა ქალაქებიდაბიდან,რეგიონებიდან, ვისაც სურს დაჯავშნოს ტური. რაც შეეხება გადახდას წარმოებს ეროვნულ ვალუტაში და წინასწარუ ჯავშნის შემთხვევაში დაჯავშნიდან 24საათში იხდიან ტურის ღირებულების მხოლოდ 30%-ს. დანარჩენ 70%-ს კი ტურამდე 10დღით ადრე. დაჯავშნა შესაძლებელია პირადობით, ხოლო გაფრენამდე აუცილებელია პასპორტის მონაცემების შევსებაც ჯავშანში. ასე რომ, ვფიქრობ, დაჯავშნა არის ყველაზე კომფორტული და მისაღები ნებისმიერი ტიპის მომხმარებლი





გაზიარება და მოწონება