2017-10-07 00:21:27
ვარსიმაშვილის ,,რიჩარდი" მოსკოვის ვახტანგოვის თეატრის სცენაზე
გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული და თავისუფალი თეატრის ხელმძღვანელმა, ავთანდილ ვარსიმაშვილმა მოსკოვის ვახტანგოვის სახელმწიფო თეატრში, რიჩარდ მესამე დადგა. ვარსიმაშვილის "რიჩარდის" პრემიერა მოსკოვის სცენაზე დღეს, 7 ოტომბერს გაიმართება. როგორც ვარსიმაშვილი აცხადებს, თბილისური დადგმისგან მოსკოვური დადგმა რადიკალურად განსხვავებულია - "თბილისში დავდგი სპექტაკლი ხელისუფლების მიტაცებაზე, აქ კი საუბარია თაობათა შორის კონფლიქტზე. მე ვაჩვენებ ამ ბრძოლას. ამ დადგმის მთავარი თემატიკაა არის თუ რა ხდება ადამიანში, როდესაც ის ცხოვრების მთავარ მიზანს კარგავს. ეს არ იყო ქართულ ვერსიაში, მაგრამ რაღა თქმა უნდა სპექტაკლი აერთიანებს საერთო სიუჟეტს,"-აცხადებს ვარსიმაშვილი "სპუტნიკთან" ინტერვიუში და ის მადლობას უხდის ვახტანგოვის თეატრის რეჟისორ რიმას ტუმინასს, რომლის მიწვევითაც ვარსიმაშვილმა მოსკოვში სპექტაკლი დადგა. მისივე განცხადებით, მას ბევრი მიწვევა ჰქონდა მოსკოვში, თუმცა ის მხოლოდ "ვახტანგოვის" თეატრს დასთანხმდა, რადგან იქ მისი უფროსი მეგობარი ტუმანისი მუშაობს. "საერთოდ ვერ ვგრძნობ, რომ მოსკოვში ვიმყოფები, ჩემი დღე რეპეტიციით იწყება და რეპეტიციით მთავრდება. არსად არ თქვათ მაგრამ სამი თვის მანძილზე ძველი არბატის იქით არსად ვყოფილვარ. ახალ არბატზეც კი არ გავსულვარ, რადგან დილიდან საღამომდე თეატრში ვარ. ამიტომ მე მოსკოვის სიმძიმე არ მაწევს და მას ვერ ვგრძნობ. ვმუშაობ ახალგაზრდა, მშვენიერ მსახიობებთან და ამით გახარებული ვარ,"-აცხადებს ვარსიმაშვილი.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
კვირის ვიდეოები