ქართულ სადაზღვეო ბაზარს კიდევ ერთი კომპანია შეემატა
2017-10-04 18:22:35 · ამობეჭდვა

ქართულ სადაზღვეო ბაზარს კიდევ ერთი კომპანია შეემატა. „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა“ სადაზღვევო ბაზარზე ოპერირება 2017 წლის ივლისში დაიწყო და მომხმარებელს მალე მრავალფეროვან სადაზღვეო პროდუქტებსაც შესთავაზებს. კომპანია 100%-ით ქართული კაპიტალითაა შექმნილი და მისი მენეჯმენტი დაზღვევის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კადრებითაა დაკომპლექტებული. ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით კომპანიამ ამ ეტაპისთვის უკვე მოახერხა „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვება და 23 სექტემბრიდან „საქართველოს რკინიგზისა“ და მისი შვილობილ კომპანიების: შპს ,,ჯიარლოჯისტიკადატერმინალები“; შპს “ჯიარქონებისმართვა“; შპს ,,ჯიარბორჯომი-ბაკურიანი“ თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს ემსახურება. ჯამურად თითქმის 30 000 ადამიანს. რაც კერძო სადაზღვევო სქემით დაზღვეული ადამიანების 6-7%-ს შეადგენს, წლიური მოზიდული პრემია კი 5 მლნ ლარს აღემატება. კომპანიის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის არჩილ მორჩილაძის განცხადებით, კომპანია ასევე აპირებს არასიცოცხლის დაზღვევის მიმართულებით აქტიურ ოპერირებას. კომპანიამ უკვე გააფორმა გადაზღვევის ხელშეკრულება ფრანგულ კომპანია „სკორთან“, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის არა -სიცოცხლის დაზღვევის (ქონება, კასკო, ტვირთები და ა.შ.) პორტფელის საიმედოობასა და სტაბილურობას. ამასთანავე საშუალებას მისცემს კომპანიას, კონკურენტულ ქართულ ბაზარზე, პოტენციური კლიენტებს შესთავაზოს დაზღვევის საუკეთესო პირობები. SCOR მსოფლიოში მე -4 უმსხვილესი გადამზღვევი კომპანიაა და Standard & Poor’s მიხედვით მინიჭებული აქვს AA- რეიტინგი.





გაზიარება და მოწონება