25 სექტემბერიდან ID Finance - განვითარებადი ბაზრების ფინანსურ-ტექნიკური კომპანია - ლათინურ ამერიკაში, მექსიკის ონლაინ სესხების ბაზარზე გამოჩნდა
2017-10-02 18:08:02 · ამობეჭდვა

“მექსიკა არის ერთ -ერთი დიდი შესაძლებლობების მქონე ბაზარი ისეთი ტიპის ფინანსური ტექნოლოგიური კომპანიისთვის როგორიც არის ID Finance -ი.” მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად მექსიკის მოსახლეობა 127 მილიონია, საიდანაც ზრდასრული ადამიანების რაოდენობა შეადგენს 61%-ს. ჩვენ ყოველთვიურად უკვე 60 000-ზე მეტ სესხს გავცემთ” ამბობს ID Finance -ის ქართული წამომადგენლობის ხელმძღვანელი შოთა კეკელია. “ინტერნეტის და სმარტფონების გამოყენების ზრდის შედეგად უდიდესი შესაძლობები იქმნება ფინანსური ტექნოლოგიებისთვის,” აცხადებს იანიკ დელ პონტე (Yannick del Ponte), მექსიკის ID Finance-ს მენეჯერი. “ID Finance-ის შეფასების უნიკალური ტექნოლოგია მნიშვნელოვან უპირატესობას გვანიჭებს კონკურენციის თვალსაზრისით, ხოლო Moneyman-ონლაინ სესხების პროდუქტი, მექსიკაში უზრუნველყოფს სიმარტივეს და გამჭვირვალობას მომხმარებლებისთვის.”

ID Finance-ის ბიზნესის ძირითად ნაწილს წარმადგენს საკუთრების რისკის მართვის სისტემა, რომელიც იყენებს კომპიუტრეული სწავლებისა და მონაცემთა ანალიზის ტექნიკას კრედიტუნარიანობის შესაფასებლად. კომპანიას გააჩნია ერთ-ერთი საუკეთესო რისკის მართვის სისტემა და შეუძლია მომგებიანი გახდეს ახალ ბაზარზე გამოჩენიდან ერთ წელიწადში. მექსიკას 2021 წლისთვის სავარაუდოდ 91.6მ აქტიური ინტერნეტ მომხმარებელი ეყოლება და 75.4მ სმარტფონის მომხმარებელი 2011 წლისთვის. შემოთავაზებული სამთავრობო რეფორმები ორიენტირებულია ფინანსურ ჩართულობაზე და მომავალი მარეგულირებელი ცვლილებები განაპირობებენ სექტორის განვითარებას. ID Finance 2012 წლიდან სწრაფად განვითარდა ყაზახეთში, საქართველოში, პოლონეთში, ესპანეთში, ბრაზილიაში და ახლა უკვე მექსიკაში. კომპანიამ 2017 წლის პირველ ნახევარში 82%-იანი ზრდა და 3.8 მილიონი რეგისტრირებული კლიენტი დააფიქსირა. ის გასცემს 60 000-მდე სესხს ყოველთვიურად და თვიური შემოსავლები $15 მილიონს უტოლდება. ლათინური ამერიკა ერთ ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ნიადაგია ვითარდება ტექნოლოგიების ინდუსტრიისთვის. Goldman Sach-ის გამოთვლების თანახმად ბრაზილიის ფინანსური ტექნოლოგიების სექტორი შექმნის დაახლოებით $24 მილიარდ დოლარიან შემოსავალს

მომდევნო ათი წლის განმავლობაში, ხოლო ფინანსური ტექნოლოგიების სტარტაპის აქსელერატორს Finnovista-ს მიაჩნია, რომ ფინანსური ტექნოლოგიები მომდევნო ათწლეულში მექსიკის საბანკო ბაზრის 30%-ს დაიკავებს.





გაზიარება და მოწონება