კუშტურიცას ცხინვალი - სერბ კომპოზიტორს თბილისში საპროტესტო აქციით დახვდებიან
2017-09-29 00:24:56 · ამობეჭდვა

8 დეკემბერს სერbი რეჟისორის ემირ კუშტურიცას ვიზიტს საქართველოში გააპროტესტებენ. როგორც ანტისაოკუპაცია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ლაშა ბერულავა ,,პირველ რადიოსთან“ საუბრისას ამბობს, ხელისუფლებას იურიდიულად ბერკეტი არ გააჩნია, რომ ოკუპაციის კანონის დამრღვევი რეჟისორი ქვეყანაში არ შემოუშვას, ამიტომ ორგანიზაცია მისი ჩამოსვლის შემთხვევაში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მოწყობას აპირებს.

,,წმინდა იურიდიული თვალსაზრისით, ჩვენ ვიცით, რომ ხანდაზმულობის ვადა არის გასული იმ დანაშაულისთვის რაც მან ჩაიდინა, ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევას ვგულისხმობ ბუნებრივია, მაგრამ ვფიქრობთ,რომ არსებობს მორალური მხარე, მითუმეტეს საქმე გვაქვს საერთაშორისო დონის ხელოვანთან და ცნობილია მისი პრორუსული განწყობაც. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ კომპანიამ რომელმაც უნდა უზრუნველყოს კუშტურიცას საქართველოში ჩამოყვანა უარი უნდა თქვას ამაზე. ჩვენი ანტისაოკუპაციო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ძალა ერთობაშია“ ,აპირებს წერილით მიმართოს ამ კომპანიას, რომელმაც უზრუნველყო მისი მოწვევა. ვაპირებთ ჩვენი პროტესტი გამოვთქვათ კუშტურიცას დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით. თუ ის მაინც ჩამოვა, შესაძლოა ვიფიქროთ შესაბამის მშვიდობიან აქციაზე. მე როგორც ვიცი, ხელისუფლებას ამ შემთხვევაში იურიდიული ბერკეტები არ გააჩნია, ანუ არ შემოშვება არ გამოდის, მაგრამ ვფიქრობ პროტესტი მაინც უნდა დახვდეს იმისთვის რაც მან გააკეთა,“ - ამბობს ბერულავა ,,პირველ რადიოსთან“ საურბისას. რეჟისორი ემირ კუშტურიცა 2009 წელს ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა. ის ფილმის გადაღებას აპირებდა, თუმცა ეს პროექტი არ შედგა.





გაზიარება და მოწონება