საპატიო თბილისელები თუ წინასაარჩევნო შეხვერა თსუ-ში?
2017-09-29 00:22:27 · ამობეჭდვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კულტურის პალატის ორგანიზებით საპატიო მოქალაქეებთან სტუდენტების შეხვედრა დაიგეგმა. სოციალურ ქსელში შექმნილი ,,ივენთის“ მიხედვით, სტუდენტებს გურანდა გაბუნია, ლალი ბადურაშვილი,ფრიდონ სულაბერიძე, ვაჟა აზარაშვილი, ომარ მხეიძე და სხვა საპატიო მოქალაქეები ხვდებიან. შეხვედრის ორგანიზატორი დავით ოქიტაშვილი ,,პირველ რადიოსთან“ საუბრისას უარყოფს, რომ სტუდენტებს ჩამოთვლილი პირები შეხვდებიან,მისი თქმით, ფორმატი შეიცვალა შეხვედრა კომპოზიტორებთან იქნება. "ეს არანაირი პოლიტიკური არ არის. არის კომპოზიტორების შეხვედრა, რომელიც დაგეგმილია ერთი წლის განმავლობაში და რუსთაველის თეატრმა ცხრა სპექტაკლი ითამაშა და მაშინ რატო არ ატყდა ესეთი ამბავი? არც გურანდა გაბუნია იქნება, ფორმატი შეიცვალა. იქნება კომპოზიტორებთან შეხვედრა. მაცაცო სებისკვერაძესთან, გაბუნიასთან, დუღაშვილთან, ვაჟა აზარაშვილთან. მაცაცო სებისკვერაძე გახლავთ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი და მისი შვილი არის საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი....ყველას გეპატიჟებით. მობრძანდით და ნახეთ. ყოველ წელს არის არჩევნები და რა გავაკეთოთ, ამ ხალხმა აღარ იარსებოს? მე რა უფლება მაქვს სტუდენტებთან გამოვიდე უნივერსიტეტში და მოვუწოდო ამას მიეცი ხმა და ამას არ მისცე? ეს რა ჩემი გადასაწყვეტია?" - ამბობს ოქიტაშვილი ,,პირველ რადიოსთან“ საუბრისას, რაც შეეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, უნივერსიტეტის პრესსამსახურს ხვალინდელ შეხვედრაზე ინფორმაცია არ აქვს. მისი თქმით, დაზუსტებით იცის,რომ ხვალ უნივერსიტეტის დარბაზი დაკავებული არ იქნება, შესაბამისად მას არ აქვს ინფორმაცია, თუ ვის და სად ხვდებიან სტუდენტები. ,,მე დავინტერესდი ამ შეხვედრით, მაგრამ როგორც გავარკვიე ხვალისთვის დარბაზი დაკავებული არ არის.შესაბამისად, არ ვიცი ამ შეხვედრის შესახებ არაფერი, სტუდენტთა გარკვეულ ჯგუფებსაც ვესაუბრე და მათაც არაფერი იციან. ამიტომ ვერ გეტყვით, ვისთან და სად იგეგმება შეხვედრა“- უთხრა ნანა მამაგულაშვილმა ,,პირველ რადიოს“.

აღსანიშნავია რომ ფეისბუქში დაგეგმილი ღონისძიესბი გვერდი წაშლილია

ცნობისთვი: კომპოზიტორი მაცაცო სებისკვერაძე ამბობს, რომ დათო ოქიტაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს დღეს თსუ-ში დაგეგმილ ღონისძიებაზე, სადაც სტუდენტები "თბილისის საპატიო მოქალაქეებს" შეხვდებიან, სებისკვერაძეც იქნება, სიმართლეს არ შეესაბამება. (ტაბულა)






გაზიარება და მოწონება