ჯაბუა, ბედია, კახიანი, ბაგრატიონი - რატომ არ მღერის თბილისობაზე ნიჟარაძე?
2017-09-29 00:10:10 · ამობეჭდვა

ამ დრომდე უცნობია წლევანდელი თბილისობის დღესასწარულის სრული პროგრამა და მასში მონაწილე მომღერლებისა და მსახიობების ვინაობა. ცნობილია, მხოლოდ ის რომ თბილისობის რეჟისორი წელს დავით დოიაშვილია. გადაცემა „სხვა შუადღეში“ სტუმრობისას მომეღერალმა სოფო ნიჟარაძემ განაცხადა, რომ თბილისობის მუსიკალური ხაზი მიუზიკლია, თუმცა მისთვის გაუგებარია, რატომ არ მიიწვიეს ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. გადაცემაში და შემდეგ უკლვე ცოციალურ ქსელეში ნიჟარაძის ,,დაბლოკვას“ პოლიტიკურ გადაწყვეტილება უწოდეს. ,,პირველი რადიო“ დაინტერესდა თუკი მიუზიკლი იქნებოდა თბილისობი დღესასწაულის მთავარი მოტივი მაშინ რატომ არ იღებდა ნიჟარაძე მონაწილეობას.

,,პირველი რადიო“ ია მაქაცარიას თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მას არ აქვს ამ კითხვაზე პასუხი. ,,პირველი რადიო“ ღონისძიების რეჟისორის დავით დოიაშვილის პროდუსერს ესაუბრა. მისი თქმით, წლევანდელი თბილისობის მოტივი მიუზიკლი არ იქნება და შესრულდება ქალაქური სიმღერები. ,,იქნება ქალაქური სიმღერები შესრულებული, მონაწილეობს ბევრი მომღერალი და ყვცელას ვერ ჩამოვთვლი ახლა სამწუხაროდ, იქნება მაია ჯაბუა, ლიზა ბაგრატიონი, ეკა კახიანი. მონაწილეობას მიიღებს სოფო ბედიაც. ვერ გეტყვით რატომ არ მონაწილეობს სოფო ნიჟარაძე. მე უფრო ტექნიკურ ნაწილს ვუზრუნველყოფ ღონისძიების. შეიძლება იმიტომაც, რომ მიზიკლი არ არი და არის ქალაქური სიმღერები“ - უთხრა ,,პირველ რადიოს" დოიაშვილის პროდიუსრემა.





გაზიარება და მოწონება