"ქორეპისკოპოსო იაკობ ვერასოდეს გამტეხთ..." - დეკანოზ მამალაძის მიმართვა(ვიდეო)
2017-09-26 20:38:20 · ამობეჭდვა

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მორიგ წერილს აქვეყნებს. დეკანოზი სასულიერო პირებს მიმართავს და აცხადებს, რომ განხორციელებული "შტურმის სამიზნე" არა ის, არამედ საქართველოს ეკლესიაა.

"ორი ადამიანის ხუმრობანარევი კერძო საუბარი გახდა ბრალდების და განაჩენის საფუძველი,"-აცხადებს წერილში მამალაძე.

მამალაძე წერილში ამბობს, რომ ეკლესიის მტრებს თანამზრახველები ეკლესიაშივე აღმოაჩნდათ.

მამა გიორგი მამალაძე ქორეპისკოპოს იაკობის განცხადებას ეხმაურება. მამალაძე ამბობს, რომ მეუფე იაკობი თავის განცხადებებში მიანიშნებს, რომ მას "ციხეშიც მიწვდება". მამა გიორგი მამალაძე მეუფე იაკობს მიმართავს, რომ მას ვერასდროს გატეხს.





გაზიარება და მოწონება

აქცია ერევანში - LIVE
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე