ჩუბინიძემ ოხანაშვილს ციანიდის ამოღების შესახებ ინფორმაცია, დაკავებული დეკანოზის ჩხრეკამდე მიაწოდა - მორიგი სკანდალური ჩანაწერი (ვიდეო)
2017-09-26 20:22:09 · ამობეჭდვა

ე.წ. ციანიდის საქმის კიდევ ერთი სკანდალური ჩანაწერი. თოქშოუ "რეაქცია" საქართველოს პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების კიდევ ერთ ფრაგმენტს ასაჯაროებს. ჩანაწერში ოხანაშვილი გერმანიაში ყოფნის პერიოდს იხსენებს და ჰყვება თუ როგორ შეიტყო მამა გიორგი მამალაძის დაკავების შესახებ.

სოსო ოხანაშვილი ამბობს, რომ მას დეკანოზის დაკავებისა და ციანიდის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ მიაწოდა.

ჩვენებაში საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, სოსო ოხანაშვილს ციანიდის ამოღების შესახებ ინფორმაცია, დაკავებული დეკანოზის ჩხრეკამდე, 10 თებერვალს დილით მიაწოდა, მაშინ როდესაც ჩხრეკის ოქმის დროის გათვალისწინებით, ჩხრეკა ჩუბინიძე ოხანაშვილს შორის შემდგარი საუბრიდან რამდენიმე საათის შემდე ჩატარდა.





გაზიარება და მოწონება