საქართველოს პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას არ დანიშნავს
2017-09-25 15:25:12 · ამობეჭდვა

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნას, რიგგარეშე სხდომის დაწყების თობაზე, ხელს არ მოაწერს და რიგგარეშე სხდომას არ დანიშნავს, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

„ამავე დროს, პროექტის შემუშავება ნაჩქარევად მოხდა და მასში არ არის გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. შედეგად ჩვენ ვიღებთ ერთპარტიულ დოკუმენტს. ამასთან, პროექტი ვერ უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოთა შორის ელემენტარულ ბალანსსაც კი და შესაბამისად, ქმნის ერთპარტიული მმართველობის საფრთხეს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას არ ნიშნავს. ეს არის პრეზიდენტის პოლიტიკური აქტი, რადგანაც, კონსტიტუციის თანახმად, უმრავლესობას თვითონაც შეუძლია, შეიკრიბოს 48 საათის გავლის შემდეგ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.





გაზიარება და მოწონება