ბიზნეს ნიუსი
2017-09-25 14:48:31
თბილისში საქართველო-ინდოეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, თბილისში საქართველო- ინდოეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა.

ღონისძიება    ინდოეთის რესპებლიკის სრულუფლებიანმა  ელჩმა  საქართველოში და სომხეთის რესპუბლიკაში  იოგენდრა სანგვანიმ  და  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ  ნატო ჩიქოვანმა გახსნეს.

ბიზნეს-ფორუმზე დასასწრებად და ქართულ კომპანიებთან ორმხრივი შეხევდრების გასამართად საქართველოში 20-მდე ინდური კომპანია ჩამოვიდა.

ინდოეთის ბიზნეს დელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენდნენ შემდეგ სფეროებს: ლუდსახარშის ტექნოლოგიები,     ფარმაცია, ბოთლის დამამზადებელი მანქანები, ბუნერბივი წყლის გადამუშავება, ენერგო-სექტორი,   ტექნოლოგიები, მშენებლობა,     მედია,        უძრავი ქონება,     ლოჯისტიკა. 

ღონისძიების პირველ ნაწილში გაიმართა  პრეზენტაციები საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ, ფორუმის მეორე ნაწილში კი შედგა  50-მდე ორმხრივი შეხვედრა ბიზნესებს შორის.

საქართველო-ინდოეთის ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში გაიცვალა  ურთიერთგაგების მემორანდუმის ეგზემპლარები საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ინდოეთის ინდუსტრიის კონფედერაციას შორის. დოკუმენტის ფარგლებში დაიგეგმება ერთობლივი აქტივობები ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ხელშესაწყობად. 

ამავე თემაზე