"ის ქართველ ხალხს გაემიჯნა და ოპოზიციის პრეზიდენტად დარჩა" -კობახიძე
2017-09-25 11:42:21 · ამობეჭდვა

"პირველი არხისთვის" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმას ეხება, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის და ოპოზიციის ურთიერთობაზეც ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ გიორგი მარგველაშვილს ინტერვიუშიმ, "ოპოზიციონერი პრეზიდენტი" ორჯერ უწოდა. კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი საბაბს ეძებდა იმისთვის, რომ პროცეშსი არ ჩართულიყო და ხელი შეეშალა როგორც კომისიისთვის და პარლამენტისთვის, ასევე კონსენსუსის ჩამოყალიბებისთვის. კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტმა ამ მიზანს ვერ მიაღწია:

"პრეზიდენტმა საკუთარი თავის სრული ილუსტრაცია მაშინ მოახდინა, როცა ოპოზიციის მიერ შექმნილ დოკუმენტს თანხმობის დოკუმენტი უწოდა. მან პირდაპირ აჩვენა, რომ ოპოზიციის პრეზიდენტია და არა - ქართველი ხალხის. ის ქართველ ხალხს გაემიჯნა და ოპოზიციის პრეზიდენტად დარჩა. პრეზიდენტი თავის თავს ყოველდღიურ რეჟიმში ასე წარმოაჩენს და ეს დღესავით ნათელია." განაცხადა კობახიძემ





გაზიარება და მოწონება