სააკაშვილის და საყვარელიძის საქმეები - პრანკერების ზარი მოსამართლეებთან (ვიდეო)
2017-09-22 17:14:17 · ამობეჭდვა

ცნობილი რუსი პრანკერების ვლადიმერ კუზნეცოვის (ვოვან) და ალექსეი სტოლიაროვის (ლექსუსი) მორიგი სატელეფონო ხულიგნობა. პრანკერები ირწმუნებიან, რომ ისინი ტელეფონით ესაუბრნენ ლვოვის ოლქის მოსტისკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იური ბეოლუსოვს და მას წარუდგნენ, როგორც უკრიანის უმღლესი რადას დეპუტატის, პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრი ალექსანდრო გრანოვსკი. "დეპუტატი" მოსამართლესთან სატელეფონო საუბარში სააკაშვილის საქმის განხილვით დაინტერესდა და "პრეზიდენტ პოროშენკოს მოსაზრება" გადასცა, რომ მას არ სურს "გასტროლიორი სააკაშვილი ქვეყანაში დიდხნას დარჩეს".

პრანკერებმა ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ლვოვის გალიცკის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ირინა ვოლოცკოვასთან საუბრის ჩანაწერის განათავსეს. ვოლოცკოვაც დავით საყვარელიძის საქმეს განიხილავს.

ისევე როგორც პირველ, მეორე მოსამართლესაც, პრანკერებმა "პოროშენკოს ამ საქმეებთან დაკავშირებული მოსაზრებები გადასცეს". პრანკერების განცხადებით, მათ მოსამართლეების დამოუკიდებლობა შეამოწმეს.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში რუსმა პრანკერებს, მათი მტკიცებით, სატელეფონო საუბარი ჰქონდათ საქართველოს შს მინისტრთან. ამ საუბარში "არსენი ავაკოვი" ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ესაუბრებოდა.





ვიდეო


გაზიარება და მოწონება