2017-09-22 09:08:49
"ეს არ გახლავთ კოსმეტიკური ცვლილებები" - პრემიერმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე გაეროს ტრიბუნიდან ისაუბრა
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმინისტრმა
საქართველოს მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით,
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყნის პოზიციები ყველა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით გაუმჯობესდა.
პრემიერის განცხადებით, ხელისუფლება ასრულებს პირობას, საპარლამენტო სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და საქართველოს კონსტიტუციის შეცვლაზე მუშაობას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით განაგრძობს.
"ეს არ გახლავთ კოსმეტიკური ცვლილებები. ჩვენ დავპირდით ჩვენს ხალხს, რომ შემოვიღებდით საპარლამენტო სისტემას და გავაუმჯობესებდით ჩვენს კონსტიტუციას საუკეთესო ევროპული სტანდარტების შესაბამისად. გარდა იმისა, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტში აღმოფხვრილია მოქმედ კონსტიტუციაში არსებული ბევრი შეუსაბამობა, მასში ასევე ასახულია ისეთი ახალი, პროგრესული ინიციატივა, როგორიცაა ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უფლება, გარემოს დაცვა და ბევრი სხვა, რაც პასუხობს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ამ გადაწყვეტილებებში ასახულია ქართველთა მისწრაფებები ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრობისკენ. ყოველივე ამას ქართველები ისტორიულ კანონზომიერებად აღიქვამენ, რადგანაც საქართველო უკვე დიდი ხანია ევროპის ფართო კულტურული და ისტორიული სურათის განუყოფელი ნაწილია,"-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
კვირის ვიდეოები