თეთრუაშვილის სკანდალური სატელეფონო საუბარი - 40 მილიონიანი ნივთი პატრიარქისთვის (ექსკლუზივი)
2017-09-20 00:00:09 · ამობეჭდვა

გაზეთ ,,ქრონიკა პლიუსის" მთავარმა რედაქტორმა პირველ რადიოს პატრიარქის მდივან რეფერენტის შორენა თეთრუუაშვილის და აფრიკაში მყოფი ალეკო ამაღლობელის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი მიაწოდა. ამაღლობელი თეთრუაშვილს პროფესორად და ყოფილ სამხედრო მოსამსახურედ წარუდგა და საკუთარი თავი ძველი შეხვედრებიდან გაახსენა. სატელეფონო საუბარში ამაღლობელი ამბობს, რომ აფრიკაში გარდაიცვალა ადამიანი, რომელიც 1977 წელს საქართველოს პატრიარქთან ერთად საბერძნეთში იმყოფებოდა და მან პატრიარქს 40 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების "ძალიან ძვირფასი რამ" დატოვა. ამაღლობელი ამბობს, რომ მას სურს ეს ნივთი საქართველოს პატრიარქს თეთრუაშვილის მეშვეობით გადასცეს. ამაღლობელი ამავე საუბარში შორენა თეთრუაშვილს სთხოვს, რომ პატრიარქს მისი ნაცნობი დაალოცინოს. ამაღლობელი ამ ადამიანის ვინაობას და ტელეფონის ნომერსაც აწვდის. "პირველი რადიო" აღნიშნული პირის ვინაობის გამჟღავნებისგან თავს იკავებს. სატელეფონო საუბრისას თეთრუაშვილი და ამაღლობელი თანხმდებიან, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლისას მათ შეხვედრა შედგება.

"პირველი რადიო" ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, შორენა თეთრუაშვილთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით "პირველი რადიოსთან" კომენტარს აკეთებს "ქრონიკა პლიუსის" მთავარი რედაქტორი. "როგოც მოისმინეთ ჩანაწერი, რომელიც ახლა გავასაჯაროვე შორენა თეთრუაშვილს ეხება. მოისმინეთ, რომ მას უკავშირდება კონკრეტული პირი, რომელსაც სურს გადასცეს პატრიარქისთვის ანდერძით დატოვებული 40 მილიონის ღირებულების ნივთი. ჩემი წყაროს ინფორმაციით, ეს უძვირფასესი ქვაა, ამავე წყაროს ცნობით, აღნიშნულმა პიროვნებამ მდივან რეფერენტს 4- მილიონიანი ძვირფასი ქვა ნამდვილად გადასცა, მაგრამ შორენა თეთრუაშვილს ის საპატრიარქოში არ მიუტანია. რაკი ჩანაწერში პიროვნება საკუთარ სახელს და გვარს ასახელებს, ობიექტური გამოძიების პირობებში სიმართლის დადგენა ძნელი არ უნდა იყოს,"-განაცხადა ელისო კილაძემ.





გაზიარება და მოწონება