პრეზიდენტი ბავშვებსა და სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
2017-09-15 09:40:55 · ამობეჭდვა

საქართველოს პრეზიდენტი ბავშვებსა და სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. გიორგი მარგველაშვილი განცხადებას ავრცელებს:
"გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას.

დღეიდან იწყება ცოდნის, ახალი გამოცდილების, ახალი მეგობრების შეძენის პროცესი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც დღეს პირველად შეაღო სკოლისა და უნივერსიტეტის კარი.

მჯერა, რომ თითოეული მათგანი, გაათმაგებული ენერგიითა და შემართებით შეუდგება ცოდნის გადაცემისა და დაუფლების პროცესს, რომელიც არსებითია საზოგადოების განვითარებისთვის.

სწორედ თითოეული მოქალაქის ინტელექტითა და შესაძლებლობების გამოყენებით უნდა ავაშენოთ ძლიერი ქვეყანა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში,"-ნათქვამია პრზიდენტის განცხადებაში.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, წელს სულ 575 000 მოსწავლეს ელოდებიან, მათგან 56 ათასი პირველკლასელია.





გაზიარება და მოწონება