ბიზნესი დატერორებულია და ამიტომ არ არსებობს თანხები ოპოზიციური სპექტრისთვის -წინასაარჩევნო შემოწირულობები
2017-09-13 18:37:15 · ამობეჭდვა

ყველაფერს და ყველას ატერორებს ხელისუფლება და ამიტომ არ არსებობს თანხები ოპოზიციური სპექტრისთვის - "პატრიოტთა ალიანსში" წინასაარჩევნო შემოწირულობებთან დაკავშირებით და დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებას ეხმაურებიან:

"როდესაც ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები იმას აცხადებენ, რომ აქ შეიძლება შავი ფული ტრიალებდეს, ჩვენც ვართ დაინტერესებული იმით, რომ გამოკვლეულ იქნას ეს შემოწირულობის საკითხი და თუ ვინმე რეალურად მოკვლევას ჩაატარებს, მაშინ ნათლად დავინახავთ, რომ ბიზნესიც დატერორებულია, და ყველაფერს და ყველას ატერორებს ხელისუფლება და ამიტომ არ არსებობს თანხები ოპოზიციური სპექტრისთვის" განაცხადა გოჩა თევდორაძემ.







გაზიარება და მოწონება