უკეთესი იქნება აუდიტის სამსახურმა"ოცნების" შემომწირველები დაიბაროს და გაარკვიოს რეალურად რაშია საქმე
2017-09-13 18:22:40 · ამობეჭდვა

წინასაარჩევნო შემოწირულობებთან დაკავშირებით დევნილთა მინისტრის ეჭვებს და დღევანდელ განცხადებს "ევრიპულ საქართველოში" ეხმაურებიან. საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ მათი შემომწირველები ძირითადად, პარტიის წევრები და კანდიდატები არიან.

"ჩვენი შემომწირველები ძირითადში არიან სწორედ პარტიის წევრები, ჩვენი კანდიდატები. რა თქმა უნდა ეს ახალი პარტიაა და ჩვენ ყველანი ვეხმარებით ამ პარტიას, რომ დადგეს ფეხზე და ჰქონდეს იმის საკმარისი თანხები, რეალურად რომ ვაწარმოოთ საარჩევნო კამპანია...ამას ემატება კიდევ არაერთი დეტალი. მაგალითად, იგივე როდესაც იბარებენ სხვადასხვა ხალხს აუდიტის სამსახურში. არაერთხელ ყოფილა ჩვენი პარტიის შემომწირველები დაბარებული, თუმცა არანაირი პრობლემა არ აღმოჩენილა, მაგრამ იგივე თანხიდან გამომდინარე, აუდიტის სამსახურმა მე მგონი უკეთესი იქნება გაცილებით უფრო ბევრი ოცნების შემომწირველი დაიბაროს და გაარკვიოს რეალურად რაშია საქმე, ვიდრე ორიენტირებული იყოს ოპოზიციის პარტიებზე" განაცხადა გიორგი ტუღუშმა.





გაზიარება და მოწონება