"საკუთარი გაფუჭებულობის ხარისხით მსჯელობს..." - პასუხი სუბარს
2017-09-13 18:09:50 · ამობეჭდვა

"ენმ"-ში დევნილთა მინისტრის იმ განცხადებას ეხმაურებიან, სადაც სოზარ სუბარი "არალეგალურად გადამალული" ფულის შესახებ საუბრობს და ეჭვს გამოთქვამს, როგორ ატარებენ პარტიები წინასაარჩევნი კამპანიას:

"ყველა, როგორც ჩანს საკუთარი გაფუჭებულობის ხარისხით მსჯელობს ამ კამპანიაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ სოზარ სუბარი, რომელიც ჯერ ერთი ოლიგარქის ხარჯზე მტრობდა ქართულ სახელმწიფოს, ახლა ამას მეორე ოლიგაქრის ხარჯზე აკეთებს, საკუთარ ვნებებს პროეცირებს ამაზე. ვერსად ვერ ნახათ თქვენ ვერც ერთ თეთრს შავი ფულისას, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" გააჩნია. ჩვენი კამპანია არის ჩვენი ენთუზიაზმი, ჩვენი აქტივისტები, ჩვენი იდეალიზმი...ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანა აჭრელებულია კალაძის და არა მხოლოდ კალაძის, არამედ ქართული ოცნების ფულით და ამ კამპანიის მოგება ნამდვილად ფულით სურს. ის 7 ნახევარი მილიონი, რომელიც მხოლოდ წვერია იმ აისბერგის, იმ ფულის, რომელსაც ისინი ნამდვილად ხარჯავენ." აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი







გაზიარება და მოწონება