მოსკოვში 10 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
2017-09-13 18:05:36 · ამობეჭდვა

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, მოსკოვში აფეთქების საფრთხის გამო 20 ობიექტიდან 10 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სამინისტროს ცნობით, ობიექტების დანაღმვის შესახებ პოლიციამ ანონიმური შეტყობინება მიიღო. ინფორმაციას ამოწმებენ სამ სადგურზე - ყაზანის, ლენინგრადისა და კიევის. დაცლილია სეჩონოვის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტიც.





გაზიარება და მოწონება