ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე სწავლება არაკონსტიტუციური და საფრთხის შემცველია - ჩაჩიბაია
2017-09-13 17:57:21 · ამობეჭდვა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე წვრთნებში 2 ათასი სამხედრო მოსამსახურე და 300 სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს. ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სწავლებას არაკონსტიტუციური უწოდა.

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 49-ე არმიამ სასწავლო მზადყოფნა გამოაცხადა. სწავლებებში ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული მე-7 ბაზაც ჩართულია. სასწავლო განგაშია გამოცხადებული. წვრთნებში 2 ათასი სამხედრო მოსამსახურე და 300 სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს. აღნიშნული სწავლება პირადი შემადგენლობის საბრძოლო დონის შემოწმებას ემსახურება. ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე სწავლება არაკონსტიტუციურია. ამასთან, საერთაშორისო სამართლის ნორმები ირღვევა და რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველია“, - განაცხადა ჩაჩიბაიამ.







გაზიარება და მოწონება