სააკაშვილის საქმეს ხულიგნობის მუხლი დაემატა
2017-09-13 16:11:07 · ამობეჭდვა

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე აღძრულ საქმეს ხულიგნობის მუხლი დაემატა. ინფორმაციას ამის შესახებ ლვოვის პოლიცია ავრცელებს. წინასასამართლო საქმის გამოსაძიებლად ლვოვის პოლიციაში შექმნილია გაერთიანებული საგამოძიებო ჯგუფი და ამჟამად პილიციელები იმ ადამიანებს კითხავენ, შეგინის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, 10 სექტემბრის მოვლენებში მონაწილეობდნენ. პოლიციაში აცხადებენ, რომ ამ ინციდენტში ქვეყნის სახვადასხვა რეგიონების მცხოვრებლები იღებდნენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის მიერ საზღვრის გადალახვასთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესი 18 სექტემბერს არის ჩანიშნული.





გაზიარება და მოწონება