,,ბიზნესმენებს ჩამოუარეს და მიატანინეს ფული - ვისი ბანერის ნახვაც სურს ივანიშვილს იმას აქვს ბანერი" (ვიდეო)
2017-09-13 14:48:14 · ამობეჭდვა

პარტიული შემოწირულობა ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკის თემა გახდა. საჯარო ინფორმაციით დგინდება, რომ მთავარ ოპოზიციურ ძალას მხოლოდ 5000 ლარი შესწირეს, რაც სამჯერ ნაკლებია ევროპული საქართველოსთვის შეწირულ თანხებთა.

ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს,რომ ამის მიზეზი არის მხოლოდ ივანიშვილის სურვილი და კეთილი ნება. ხაბეიშვილის განცხადებით ივანიშვილის ნებაა, რომ ევროპულ საქართველოს მეტი შემომწირველი ჰყავდეს და მათ შეძლონ ბანერების განთავსება თბილისში.

,,ვისი ნახვაც ივანიშვილს უნდა ბანერებზე მათ აქვთ დაფინანსებაც და ბანერებიც"-ამბობს ხაბეიშვილი ,,ტვ პირველის" ეთერში.

მისი თქმით, ქართული ოცნებისთვის შეწირული შვიდ მილიონ ლარზე მეტი ადასტურებს მხოლოდ ერთ რამეს, რომ ,,ბიზნესმენებს ჩამიუარეს და ფული მიატანინეს".







გაზიარება და მოწონება