საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად და მტკიცედ უნდა უჭერდეს მხარს საქართველოს რუსეთის პოლიტიკის მიუღებლობის თაობაზე
2017-09-13 13:55:38 · ამობეჭდვა

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი უაღრესად მნიშვნელოვანს უწოდებს ვაშინგტონში, აშშ - საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისსამუშაო ჯგუფის მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას, რომლითაც აშშ-მ აღშფოთება გამოხატა ე.წ. სადემარკაციო სამუშაოებისა და გამშვები პუნქტებისდახურვის გამო და რუსეთს კვლავ მოუწოდა საქართველოს რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და "სამხრეთ ოსეთიდან" თავისი შეიარაღებული ძალები გაიყვანოს2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად.

"ეს განცხადება უაღრესად მხარდამჭერი განცხადებაა საქართველოსთვის და მნიშვნელოვანია, რომ ის სწორედ ქარტიის ფარგლებში მოხდა და ქარტიის ბოლოსესია სწორედ უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და ძალიანდიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ასეთი მაღალი დონის ფორმატში განიხილეს ოკუპირებული ტერიტორიების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისპრობლემატიკა“,- აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

მისი განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ამ საკითხზე რეაგირება. საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ აღუნიშნავს მნიშვნელობა იმისა, რომსაერთაშორისო საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამ პროცესებში და ძალიან აქტიურად უნდა იხილებოდეს საქართველოს პრობლემატიკა დაფიქსირდებოდეს მკაცრი პოზიცია რუსეთის პოლიტიკის მიუღებლობის თაობაზე.







გაზიარება და მოწონება