ლადო სადღობელაშვილის პროცესი 15 სექტემბრამდე გადაიდო
2017-09-13 13:10:32 · ამობეჭდვა

„ქართველთა მარშის“ ერთ- ერთი ლიდერის, ლადო სადღობელაშვილის საქმის განხილვა 15 სექტემბრამდე გადაიდო, იქამდე კი ბრალდებული დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლემ დაცვის მხარეს მოსთხოვა, წარმოადგინოს ვიდეომტკიცებულება, რომელიც ამტკიცებს, რომ ლადო სადღობელაშვილს დაკავებისას პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.ბრალდებულის და მისი ადვოკატის მტკიცებით, არსებობს ვიდეოკადრები, სადაც ნამდვილად ჩანს, რომ დაკავებისას პოლიციისთვის „ქართველთა მარშის“ ლიდერის მხრიდან წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია.





გაზიარება და მოწონება
გიორგის თქვენი დახმარება სჭირდება რეკვიზიტები: TBC ბანკი TBCBGE22 მიმღების დასახელება: თეონა ჩივაძე (გიორგის დედა) ანგარიში: GE16TB7747845061100065