მარკიან გალაბალას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ უკრაინის სასამართლო სააკაშვილზე შედგენილ ადმინისტრაციულ პროტოკოლს მიიღებს და სარჩელს დააკმაყოფილებს, შესაძლოა სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევების საკითხი დღის წესრიგში დადგეს" />
325 დოლარიანი ჯარიმა და ქვეყნიდან გაძევება - სააკაშვილის ადვოკატის განმარტება 
2017-09-12 16:28:24 · ამობეჭდვა

მიხეილს სააკაშვილის ადვოკატის მარკიან გალაბალას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ უკრაინის სასამართლო სააკაშვილზე შედგენილ ადმინისტრაციულ პროტოკოლს მიიღებს და სარჩელს დააკმაყოფილებს, შესაძლოა სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევების საკითხი დღის წესრიგში დადგეს.

"მათ შეიძლება მიიღონ მისი უკრაინის ტერიტორიიდან გაძევების გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, მოტივაცია წმინდა ფორმალურად იქნება ის, რომ სააკაშვილმა უკრაინის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა,"-აცხადებს გალაბალა.

ადვოკატი აზუსტებს ასევე , რომ კანონმდებლობის მიხედვით პირს რომელსაც მოქალაქეობა არ აქვს და სააკაშვილი ახლა, უკრაინის ხელისუფლების განცხადებით მოქალაქეების გარეშეა და მან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა, საემიგრაციო სამსახურისთვის საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მისი ქვეყნიდან გაძევება მოითხოვოს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის სამსახურმა დღეს დილით სააკაშვილს გადასცა საზღვრის დარღვევის შესახებ პროტოკოლი.

ლვოვის საოლქო სასამართლო ადმინისტრაციულ სარჩელს 18 სექტემბერს განიხილავს. სააკაშვილს შესაძლოა 325 დოლარის ჯარიმა დააკისრონ.







გაზიარება და მოწონება