„ჯეჯელევას ვაშლის პოგრამა“ - სკოლების დისკრიმინაცია?
2017-09-12 00:27:18 · ამობეჭდვა

ეს არის დისკრიმინაცია, მეორეც, როცა განათლების სამინისტროში ამდენი პრობლემაა განათლების მინისტრს ყურადღება ვაშლებზე არ უნდა გადაჰქონდეს,-ამის შესახებ ,,პირველ რადიოსთან“ ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა აცხადებს.

,,სკოლების ნაწილში ვაშლების შეტანა დისკრიმინაციაა. რა ნიშნით შეარჩია და რატომ ჩააყენა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში დანარჩენი ბავშვები და რატომ არ ეკუთვნით მათ ვაშლი ცალკე საკითხია , მაგრამ მეორეს მხრივ, როცა განათლების სისტემაში კატასტროფული პრობლემებია და სწავლის დონე, როგორც სკოლებში, ისე უმაღლეს სასწავლებლებში კატასტროფულად ჩამოუვარდება თანამედროვე სტანდარტებს და ამ დროს, როდესაც ბავშვებს ხშირ შემთხვევაში არ აქვთ სახელმძღვანელოები სკოლები სავალალო მდგომარეობაში სამარცხვინოდ დაბალია პედაგოგის ხელფასი, პედაგოგთა კვცალიფიკაციაც არ არის მაღალი, რადგან მიზიდულობა არც აქვს კვალიფიციურ კადრებს იმედენად დაბალია ანაზღაურება.ამ დროს სამინისტროს აქცენტი გადააქვს ვაშლზე,რომ ვაშლი უნდა დაურიგოს ისიც ბავშვების ნაწილს, ეს კომიკური არსება ადრე და მალე მოსაცილებელია სისტემას და მერე თავის შეხედულებები აკრიფოს წიგნად და გაყიდოს.

მინისტრი არ უნდა იყოს ასეთი სამარცხვინო პერსონა ,რომელიც მინისტრის ადგილს იკავებს, იმიტომ რომ ის არის პრემიერ მინისტრის კლასელი“- აცხადებ გუგავა ,,პირველ რადიოსთან“ საუბრისას.







გაზიარება და მოწონება