თბილისში აზერბაიჯანის მოქალაქე ჩაცხრილეს
2017-09-12 00:16:42 · ამობეჭდვა

ორთაჭალაში გორგასლის ქუჩაზე შუა ხნის მამაკაცი ავტომანქანაში ჩაცხრილული იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მოკლული აზერბაიჯანის მოქალაქეა, რომელიც ეროვნებითან აზერჯანელია. იარაღის სროლოს კვალი ავტომანქანასაც ემჩნევა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი რუსეთის ფედერაციაში მკვლელობისთვის იძებნებოდა. სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და108ე მუხლებით მიმდინარეობს. რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და განძრახ მკვლელობას გულისხმობს.







გაზიარება და მოწონება