თურქეთში საქართველოს მოქალაქე, 51 წლის ქალი მოკლეს
2017-09-11 22:49:10 · ამობეჭდვა

თურქეთში, ანტალიის რეგიონში საქართველოს მოქალაქე 51 წლის ქალი მოკლეს. გამოცემა Hurriyet-ის ცნობით, ქალბატონს ქუჩაში ცივი იარაღით ექვსი ჭრილობა მიაყენეს.

შემთხვევა 10 სექტემბერს დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა.

ქალბატონი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილში, ჰოსპიტალში გადაყვანის დროს გარდაიცვალა. დღეს ადგილობრივმა პოლიციამ ეჭვმიტანილის სტატუსით 44 წლის თურქი მამაკაცი დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ შელაპარაკება უძღოდა.







გაზიარება და მოწონება