შემთხვევა ვარკეთილში-მოქალაქის ავტომობილს, სავარაუდოდ,პოლიციის პიკაპი დაეჯახა(ფოტო)
2017-09-11 14:54:00 · ამობეჭდვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ვარკეთილის 3 -ში. თვითმხილველთა თქმით, პოლიციის პიკაპი მოქალაქის ავტომობილს დაეჯახა. მოქალაქე მძიმედ დაშავდა ,შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. როგორც ,,პირველ რადიოს" შს სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა, ერთი მგზავი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.







გაზიარება და მოწონება