"ვშიშობთ, რომ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოშო სააკაშვილის მიმართ წამება განხორციელდება"- ადვოკატი
2017-09-11 12:42:48 · ამობეჭდვა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, მარკიან გალაბალამ უკრიანის საემიგრაციო სამსახურში განცხადება შეიტანა რომლის მიხედვითაც, ის მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის დამატებითი დაცვის მინიჭებას ითხოვს. აღნიშნული დოკუმენტის შეტანას ითვალისწინებს კანონი დევნილთა ან იმ პირთა შესახბ, რომლებიც საჭიროებენ დამატებით დაცვას... მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შესაძლოა დევბნის ობიექტი გახდეს. იუსტიციის მინისტრის მოადგილის, სერგეი პეტუხოვის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველომ მიხეილ სააკაშვილის ექსტარდირება მოითხოვა.

"ვშიშობთ, რომ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოშო სააკაშვილის მიმართ წამება განხორციელდება და შესაძლოა მას სასამართლოს გამართვის უფლებაც არ ჰქონდეს. იმისთვის, რომ არ დავუშვათ სააკაშვილის გადაცემა საქართველოსთვის და უკრაინის სახლემწიფომ საკუთარ თავზე აიღოს სააკაშვილის დაცვის ვალდებულება, ამიტომ შემოგვაქვს ჩვენ ეს განცხადება" აცხადებს გალაბალა. მისივე თქმით, ამ დროისთვის საკაშვილი მიუხედავად ყველაფრისა, მაინც იმყოფება დამატებითი დაცვის ქვეშ, რადგან ის არის ადამიანი მოქალაქეობის გარეშე, თუმცა მუდმივად ცხოვრობს უკრაინაში.





გაზიარება და მოწონება