"ინფორმაციამ გაჟონა...მოწმე აიძულეს მიეცა სხვა ჩვენება" - ირაკლი ფირცხალავას მეუღლე პროკურატურაში დაკითხვაზე აღარ მივა
2017-09-11 11:32:20 · ამობეჭდვა

ირაკლი ფირცხალავას მეუღლე პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და სასამართლო წესით დაკითხვას ითხოვს. ნინო ხვიტიას განცხადებით ის დღეს პროკურატურაში დაკითხვაზე აღარ მივა. ხვიტია მოწმე კობა გოგატიშვილზე რაიმე სახის ზეწოლას უარყოფს.

"პროკურატურაში აღარ მივალ, რადგან მოწმე კობა გოგატიშვილი ნამდვილად თავისი სურვილით იყო მოსული ჩემთან და გადმომცა ინფორმაცია, რომელიც დიდი ალბათობით არის რეალური. ამ ინფორმაციამ გაჟონა და მოწმე აღმოჩნდა პროკურატურის ადვოკატების - მოსიაშვილის და ჩიქოვანის ხელში. მათ მოწმე აიძულეს მიეცა სხვა ჩვენება. ასევე ტყუილია გოგატიშვილის ჩვენება, რომ თითქოს მასზე რაიმე ზეწოლას ვახდენდით", - განაცხადა ნინო ხვიტიამ.





გაზიარება და მოწონება
გიორგის თქვენი დახმარება სჭირდება რეკვიზიტები: TBC ბანკი TBCBGE22 მიმღების დასახელება: თეონა ჩივაძე (გიორგის დედა) ანგარიში: GE16TB7747845061100065