ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, ქვეყანა, რომელიც იმპორტზეა დამოკიდებული ვალუტის სტაბილურობაზე საუბარი შეუძლებელია" />
,,ინდაურის ეკონომიკის ქვეყანაში რაიმე ლარის კურსის გრძელვადიან სტაბილურობაზე საუბარი შეუძლებელია“ - ხუხაშვილი
2017-09-07 12:48:37 · ამობეჭდვა

ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, ქვეყანა, რომელიც იმპორტზეა დამოკიდებული ვალუტის სტაბილურობაზე საუბარი შეუძლებელია. მისი განცხადებით, არსებულიდ ეფიციტი უნდა შეავსოს სხვა ფაქტორებმა. როგორც მან ,,პირველ რადიოსთან“ საურბისას აღნიშნა, ეროვნულ ბანკს აქვს შესაძლებლობა,რომ მიმართოს დროებით ღონისძიებებს, რათა ქვეყანამ ლარის გაუფასურებით გამოწვეული პანიკა თავიდან აიცილოს.

,,თუ ჩვენ გვაქვს დეფიციტი სავალუტო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებაზე, იმიტომ რომ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ, რით შეიძლება ამ დეფიციტის დაბალანსება? ან ბევრი ტურისტი უნდა შემოვიდეს და დახარჯოს ფული ან ჩვენ ბოლო ასი დოლარი უნდა ამოვიღოთ საახალწლოდ ბალიშებიდან და ვიყიდოთ ინდაური. ინდაურის ეკონომიკის ქვეყანაში რაიმე გრძელვადიან სტაბილურობაზე საუბარი შეუძლებელია, იმიტომ რომ ყველა ფაქტორი, რომელიც რეაგირებს კურსზე არცერთი არ არის კონტროლირებადი ჩვენი მხრიდან. პანიკა თავისთავად ცუდია, მაგრამ ამ დროს შეუძლია ეროვნულ ბანკს დროებითი ღონისძიების გატარება, რომ ეს ყველაფერი პანიკაში არ გადაიზარდოს. რეალურად პანიკა კი არ იწვევს ლარის გაუფასურებას, ლარის გაუფასურება თავისთავადი პროცესია, რომელსაც შემდგომში მოყვება პანიკა. ხელისუფლებას კი სურს სურათი ისე დახატოს,რომ თითქოს გაუფასურება ყოფილა პანიკის შედეგი. სინამდვილეში ჯერ გაუფასურება ხდება და შემდეგ იწყება პანიკა“-აცხადებს ხუხაშვილი.







გაზიარება და მოწონება