2017-09-06 00:02:40
„მიმდინარეობს ბრძოლა ტახტისთვის და ეს ბრძოლა გაგრძელდება“

"ციანიდის საქმის" დასრულებით და განაჩენის გამოტანით, საპატრიარქოში არსებული პრობლემები არ მოგვარდება- აცხადებს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი "პირველ რადიოსთან" საუბარში. გახმაურებული საქმის შეფასებისას, ბერძენიშვილი ამბობს, რომ საპატრიარქოს შიგნით უამრავი ბრძოლა მიმდინარეობს. მთავარი პრობლემა კი მისი შეფასებით არის ის, რომ ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთის საქმეებში ერევა:

"შორიდან მეჩვენება, რომ შეიძლება რაღაც ეჭვი აქვს პროკურატურას, მაგრამ დამტკიცებით ვერაფერი ვერ დაამტკიცეს და როგორც ყოველთვის სასამართლო მოიქცა ისე, როგორც იქცევა ხოლმე...

საპატრიარქოში არის შიდა პრობლემებიო, ისევე როგორც ქვეყანაში. მას ვერ დაასრულებს რომელიმე სასამართლო საქმე, მით უმეტეს ასე საეჭვოდ დასრულებული. საპატრიარქოში რაც არის შიდა პრობლემები, ის პრობლემები რჩება. იქ მიმდინარეობს ბრძოლა ტახტისთვის და ეს ბრძოლა გაგრძელდება. ასევე მიმდინარეობს ხელისუფლების ბრძოლა საპატრიარქოს და ეკლესიის დამონებისთვის, მიმდინარეობს საპატრიარქოს ბრძოლა პოლიტიკაში ჩარევისთვის. ეს დიდი და სერიოზული პროცესებია. ამას როგორ დაამთავრებს ერთი საცოდავი მღვდლის პროცესი?!

ეკლესია უნდა იყოს სახელმწიფოსგან გაყოფილი. ეს არის მთავარი პრინციპი. ამ პრინციპს არღვევს ყველა- პეტრეც, პატრიარქიც და ყველა," - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა "პირველ რადიოსთან" საუბრისას.

ამავე თემაზე