ლარის კურსი 2.6 გასცდება-რა მოხდება არჩევნების შემდეგ?
2017-09-05 17:18:01 · ამობეჭდვა

ბოლო ორი კვირის მანძილზე თითქმის 4 პუნქტით დაცემა შესაძლოა არ გაჩერდეს და ეროვნული ვალუტის კურსმა შემოდგომის ბოლოს და წინასაახალწლოდ 2.6 გასცდეს ამ მოსაზრებას ,,რეზონანსთან საუბარში ექსპერტები გამოთქვამენ და მათივე თქმით, ამ პროგნოზის გამართლების შემთხვევაში მოსახლეობას დიდი პრობლემები შეექმნება.
ფინანსისტის ირაკლი ბერძენაძის განცხადებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტენდეცია გაგრძელდება ახლა მის გაუფასურებას მოსახლეობა ვერ გრძნობს თუმცა არჩევნების შემდეგ კურსი საზოგადოებას მძიმედ დააწვება.
ფინანსისტი ამბობს, რომ ლარის გაუფასურებას ხელისფლება საგარეო ფაქტორებს დააბრალებს ,თუმცა ეს ლარის კურსთან არანაირ კავშირში არ იქნება

,,რეგიონულ ფაქტორებთან ლარს საერთო არაფერი აქვს, ჩვენთან თუკი კურსი უფასურდება მეზობელ თურქეთში ლირა მყარდება ეს არის ყველაზე ნათელი მაგალითი.საქმე ისაა, რომ ინვესტიციები არ შემოდის, რაც სავალუტო კრიზისს განაპირობებს. მდგომარეობას ართულებს ეროვნული ბანკის პოზიცია,იგი არ იყენებს იმ ბერკეტებს, რისი ვალდებულებაც მას გააჩნია.ფაქტობრივად ეროვნული ბანკი არანაირი ზომებს არ იღებს კურსის დასასტაბილურებლად....
ველოდები,რომ გაუფასურების ტენდეცია გაგრძელდება და კურსი 2.6-იან ნიშნულს გადააჭარბებს.10 დღეში 7 პუნქტით გაუფასურდა ლარი ეს მძიმე განაჩენია ეკონომიკისთვის,რომელსაც ნებისმიერი ასეთი ცვლილება რთულ ვითარებასი აყენებს...ინვესტიცია იზრდება და მოსახლეობის მყიდველუნარიანობა ეცემა, ვფიქრობ ეკონომიკისთვის შემოდგომა არ იქნება იოლი მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს როგორ გადაიტანს მოსახლეობა ზამთარს,როცა ეროვნული ბანკი და მთავრობა ვერ აგვარებს პრობვლემას ეს უნდა აღიარონ..
საქმე გვაქვს გაუგებარ თამაშთან ხალხი ამას ჯერ კიდევ ვერ გრძნობს, მაგრამ არჩევნების შემდეგ კურსი მძიმედ დააწვება მოსახლეობას განსაკუთრებით წლის ბოლოს“-აცხადებს ,,რეზონანსთან“ საუბარში ირაკლი ბერძენაძე.





გაზიარება და მოწონება