ლარი გაუფასურებას განაგრძობს - სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ღირებულებამ 2.47-ს მიაღწია
2017-09-04 22:30:43 · ამობეჭდვა

ეროვნული ვალუტის გაუფასურება გრძელდება. დღეს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4502 ლარი გახდა, თუმცა სავალუტო ჯიხურებში დოლართან მიმართებაში ლარის ღირებულება 2.47 ლარს შეადგენს.

ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ოფიციალური კურსი 2.9177 ლარია, თუმცა სავალუტო ჯიხურებში ერთი ევრო 2.940 ლარს შეადგენს.





გაზიარება და მოწონება