ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2017-ის გახსნის ცერემონიალი გაიმართება
2017-09-02 16:30:01 · ამობეჭდვა

ახალციხეში 3 სექტემბერს, ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2017-ის გახსნის ცერემონიალი გაიმართება.

Agile Spirit 2017-ის ოფიციალურად გახსნას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრებიან.

მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017 საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითების ორგანიზებით გაიმართება. სამხედრო სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა-თავდაცვით ოპერაციებს ემყარება.

სწავლების გახსნის ცერემონიალზე დასწრების მსურველ ჟურნალისტებს გთხოვთ, გამოცხადდეთ ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონის შესასვლელთან 3 სექტემბერს, დილის 10:00 საათიდან 10:30 საათამდე (სასურველია, მაღალი განმავლობის ავტომობილებით).





გაზიარება და მოწონება
გიორგის თქვენი დახმარება სჭირდება რეკვიზიტები: TBC ბანკი TBCBGE22 მიმღების დასახელება: თეონა ჩივაძე (გიორგის დედა) ანგარიში: GE16TB7747845061100065