2017-08-29 18:21:59
"გამგებელმა დაანთებინა ცეცხლი" - ბორჯომის გამგებელს ხანძრის მიზანმიმართულ გაჩენაში ადანაშაულებენ 

ბორჯომის მკვიდრი პაატა ჯავახიძე აცხადებს რომ ბორჯომის ხეობაში ხანძარი გამგებლის დიმიტრი ყიფიანის დავალებით გაჩნდა. პაატა ჯავახიძე ბორჯომის ხეობაში ხანძართან დაკავშირებით უკვე დაკითხა ბორჯომის პოლიციამ და ახალციხეში სამხარეო პროკურატურამ. ჯავახაძე აცხადებს, რომ მან ინფორმაცის 112 -საც მიაწოდა. მან მოისმინა როგორ ეუბნებოდა გამგებელი ყიფიანი ტელეფონით მის ახლობელს, რომ მეტი ცეცხლი აღარ უნდოდა, რადგან ხანძარი გაექცათ. 

"ვფლობ ინფორმაცია და 112-ზეც გაცხადებული მაქვს, ცეცხლი გააჩინა ბორჯომის გამგეობამ. გამგებელმა დაანთებინა ცეცხლი, მოვისმინე როგორ ელაპარაკებოდა თავის ახლობელს რომ გაგვექცა ცეცხლიო,"-აცხადებს პაატა ჯავახიძე. 

რაც შეეხება გამგებელ ყიფიანს, ის ამბობს, რომ პაატა ჯავახაძის განცხადებებზე ვერაფერს იტყვის. 

ამავე თემაზე