"ძალიან კარგი იქნებოდა, რომ წელს უკვე კი არ ჩამოეყარათ და დაეწვათ, არამედ ჩაექროთ"- მარშანია რუსეთის დახმარებაზე (ვიდეო)
2017-08-23 15:14:35 · ამობეჭდვა

ადა მარშანია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც სტიქიიის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის მიერ შეთავაზებულ დახმარებაზე უარი თქვა.

"რუსი ტურისტები ხომ გვინდა, ხომ გვიხარია? მაშინ რატომ არ გვახსოვს ჩვენი ღირსება და პატრიოტიზმი? ...ეგება და ამ ერთობლივი ჩაქრობის დროს მინიმალური კონტაქტები დამყარდებოდა ამხელა უზარმაზარ მეზობელ ქვეყანასთან" განაცახადა მარშანიამ.

რაც შეეხება კითხვას, რომ 2008 წლის ომის დროს, რუსეთმა სწორედ ის ადგილი დაბომბა, რომელშიც ამჟამად არის ხანძარი, მარშანია ამბობს, რომ რუსეთს ახლა დახმარება უნდა:

"ახლა ხომ უნდათ ჩაქრობა და დახმარება? ძალიან კარგი იქნებოდა, რომ წელს უკვე კი არ ჩამოეყარათ და დაეწვათ, არამედ ჩაექროთ" განაცხადა მარშანიამ.







გაზიარება და მოწონება