2017-08-21 15:52:29
პუტინის "მემკვიდრეები"

ჯერ-ჯერობით უცნობია წარადგენს თუ არა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ვლადიმერ პუტინი კიდევ ერთხელ საკუთარ კანდიდატურას. სამაგიეროდ, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ფონდი "პეტერბურგული პოლიტიკა" პუტინის "მემკვიდრეების" რეიტინგს ადგენს. სამეული ასე გამოიყურება:

მოქმედი პრემიერი და ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი;

მოსკოვის მერი - სერგეი სობიანინი;

ტულის ოლქის გუბერნატორი - ალექსეი დიუმინი;

მედვედევმა 21 სარეიტინგო ქულა მიიღო. მისი მონაცემების კომენტარში ფონდი წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრემიერი ჯერ კიდევ ბოლომდე "არ გამოჯანმრთელებულა", მის წინააღმდეგ მიმდინარე საინფორმაციო ომისა, მან მოახერხა შეეჩერებინა მისი პოპულარობის კლების დინამიკა. უფრო მეტიც, ის რამდენიმე დღის წინ პუტინთან ერთად ყირიმში სტუმრობისას გამოჩნდა.

მოსკოვის მერმა სარეიტინგო 19 ქულა მოაგროვა. სობიანინი 2005 წლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა. ის პუტინის უახლოესი გარმოცვის წევრია. 59 წლის სობიანინი პუტინის ადმინისტრაციასაც ხელმძღვანელობდა, იყო ვიცე პრემიერიც, ახლა კი მოსკოვის მერია.

რაც შეეხება ტულის გუბერნატორს. მანაც 19 სარეიტინგო ქულა მოაგროვა. მის ასეთ მონაცემებს ექსპერტები პოლიტიკურ არენაზე ახალი ფიგურის შესაძლო გამოჩენის სურვილით ხსნიან. დიუმინი რუსეთის ფედერაციის გმირია. გენერალ ლეიტენანტი ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა. იყო პუტინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, შეიარაღებული ძალების სპეცოპერაციების ქვედანაყოფების ხელმძღვანელი, სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილე და ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

რეიტინგში შემდეგი პუტინის უახლოესი მეგობარი და თავდაცვის მინისტრი შოიგუა. მან 17 ქულა მოაგროვა; შემდეგ ადგილზე 16 ქულით ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო იკავებს.

დასახელებული "მემკვიდრეები" ვლადმიერ პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრები არიან. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 2018 წლის მარტში გაიმართება. 

ამავე თემაზე